მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას - ბორელი

20.04.21 15:59
მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა, პარლამენტის ყველა წევრს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. 

პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას და იმუშაონ იმ მოწოდებით, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – წერს ბორელი Twitter-ზე. 

 

მსგავსი სიახლეები