ბაჩუკი ქარდავა დოკუმენტს ხელს მას შემდეგ მოაწერს, რაც მელია საპყრობილეს დატოვებს

20.04.21 16:06
ბაჩუკი ქარდავა დოკუმენტს ხელს მას შემდეგ მოაწერს, რაც მელია საპყრობილეს დატოვებს

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, საპყრობილეს დატოვებს. 

მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა“ - ნათქვამია, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" მთავარი კომიტეტის დადგენილებაში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები