გადამწყვეტი წუთების ათვლა დაიწყო - ნიკა მელიას პოზიციის მოლოდინში

20.04.21 16:46
გადამწყვეტი წუთების ათვლა დაიწყო - ნიკა მელიას პოზიციის მოლოდინში

მოვლენების ეპიცენტრი რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, სადაც საათზე მეტია, "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებულ ლიდერს, ნიკა მელიას, თანაგუნდელები ხვდებიან. 

აკაკი მინაშვილმა და კობა ნაყოფიამ უნდა გააჟღერონ, გათავისუფლების რომელ ბერკეტზეა თანახმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. 

მელიას პასუხს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები ელოდებიან. 

ადგილზე იმყოფება ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, რომელიც აღნიშნავს, რომ  პარტიის ლიდერები ნიკა მელიას მისი გათავისუფლებისთვის მისაღებ ფორმაზე კონსულტაციისთვის ხვდებიან.