საზოგადოებამ ამოისუნთქა - სალომე ზურაბიშვილი

20.04.21 16:41
საზოგადოებამ ამოისუნთქა - სალომე ზურაბიშვილი

სიტყვების დრო დასრულდა, დაიწყო საქმის დრო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აცხადებს. შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია, ეს ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რაც დაიწყო გუშინ, გრძელდება და იმედი მაქვს, გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგებს. ეს არის ყველას გამარჯვება და პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის, ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და არის თქვენი და აშშ-ს დახმარებით, ბევრს ნიშნავს შიდაპოლიტიკური წინსვლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით და გაუთავებელი არეულობით, ეს არ არის ის ღირებულებები, რაც უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და გრძნობს, რომ ეს არის გამარჯვების დღე.

შემიძლია, დღეს ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა. დაიწყო საქმის დრო, ქვეყანა გველოდება, ევროპაც მგონი, გველოდება, საქართველო მზად არის, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ხვდება. პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. შარლ მიშელი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

 

მსგავსი სიახლეები