იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის - შარლ მიშელი

20.04.21 16:52
იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის - შარლ მიშელი

იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის, -   ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი “Twitter“ წერს. 

სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა, რომ ამან იმუშავოს, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ამ დროისათვის ის პრეზიდენტის ადამინისტრაციაში იმყოფება, სადაც საქართველოს პრეზდენტთან  ბრიფინგს მართავს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს შეხვდება, საღამოს კი, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებთან პარლამენტში შეხვედრაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები