არანაირი გირაო - მელიას საბოლოო პოზიცია

20.04.21 16:58
არანაირი გირაო - მელიას საბოლოო პოზიცია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეფარდებული გირაოს გადახდის წინააღმდეგია. ოპოზიციის ლიდერის პოზიცია ეკაკი მინაშვილმა და კობა ნაყოფიამ გააჟღერეს. 

"მხნედ არის, ბრძოლის ჟინითაა, ნიკა მელია გირაოს არასდროს გადაიხდის. ნიკა მელიამ ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა დატოვოს საპყრობილე" - თქვა კობა ნაყოფიამ.

მისი თქმით,  მელიამ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპყრობილე.

გირაო არაა მისაღები ფორმა. თუ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი, ენმ არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მარტივია, პროკურატურას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, ეს გააკეთოს, ჩვენი თავის სატკივარი არაა, თვითონ დაიჭირეს და თვითონ გაუშვას", - ამბობს ნაყოფია. 

პოზიციის დაფიქსირებამდე ოპოზიციის ლიდერები ციხეში საათზე მეტ ხანს თათბირობდნენ.