პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა - შარლ მიშელი

20.04.21 16:57
პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა - შარლ მიშელი

 დოკუმენტზე ხელის მოწერით საქართველოში პოლიტიკური  კრიზისი დასასრულს უახლოვდება -  მიშელმა ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დროს ისაუბრა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან მხარეებმა ხელი მოაწერეს, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, პოლიტიკური ჩართულობა გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, ქართველებმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს შეთანხმება თქვენ გეკუთვნით, ვიცი, რომ არ გახლდათ ეს მარტივი პროცესი. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციურ პარტიებს. უფრო მეტი საქმე იწყება დღეს. ჩვენთვის მნიშნვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, ეს პრიორიტეტი გახლავთ. დარწმუნებული ვარ, რომ თანაბარი ძალები იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, ეს იქნება საფუძველი მდგრადი ფუნქციონირებისა პარლამენტის. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - განაცხადა შარლ მიშელმა.