შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

20.04.21 17:11
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ქვეყნის პრემიერი პირველ ოფიციალურ შეხვედრას მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში შარლ მიშელს ხვდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პირისპირ  შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

შეხვედრა დახურული იქნება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბრიფინგზე დაისმევა, ნიკა მელიას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოაწერა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლებას არ ჩქარობს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები