ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დროებით გადადო

03.03.21 15:56
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დროებით გადადო

ოპოზიციამ დაგეგმილი აქციები დროებით გადადო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს.  საუბარია როგორც პიკეტირებებზე, ასევე 13 მარტს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე. 

იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, უარი თქვას მოლაპარაკებაზე, ან ჩაშალოს მოლაპარაკება, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით გადავდოთ ის მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები, რაც გვქონდა დაგეგმილი 16 მარტამდე, იმ დრომდე, სანამდეც არის გაწერილი მოლაპარაკების ვადა, - თქვა პაატა მანგჯალაძემ

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები