ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია - ირაკლი ღარიბაშვილი

20.04.21 18:13
ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია - ირაკლი ღარიბაშვილი

"დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინდა, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ.  ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა. დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.