"არ ვიცი რა ულტიმატუმზეა საუბარი" - ნინო დოლიძე პაპუაშვილის ბრალდებებზე

21.08.22 13:15
"არ ვიცი რა ულტიმატუმზეა საუბარი" - ნინო დოლიძე პაპუაშვილის ბრალდებებზე

არასამათავრობო ორგანზიაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები გაუგებარია. მისი თქმით, თუ მიზეზი პროევროპული აქციებზე დასწრება ვერ იქნება, რადგან პროდასავლური ღირებულებების დასაცავად მესამე სექტორი ერთად იდგა.

დოლიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ რეალური საკითხების თემიდან გადატანა ხდება და კიდევ ასეთი დისკუსია არის, ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ არ უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება უშუალოდ "სამართლიან არჩევნებთან" მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც მგონია, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, იმიტომ, რო თუკი ეს ეხება აქციებში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას, ჩვენ ყველანი ვიყავით იქ და ვითხოვდით ქვეყნის ევროპულ მომავალს. მე არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექითერთად ჩვენი ქვეყნის ევრპული მომავლისთვის, ამიტომ ცალკე "სამართლიანი არჩევნებთან" გასნაკუთრებით რა მოთხოვნა აქვთ, არ ვიცი. კითხვებს აჩენს მთავრობის სურვილთან  დაკავშირებით, რამდენად უნდათ სიღრმისეული საარჩევნო რეფორმა თუ ასე დისკუსიით უნდათ გააგრძელონ ამ საკითხზე მუშაობა, - თქვა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ  პირველი განმარტებები გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები