ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, ჩვენ მელიას გათავისუფლების საფუძველი შევქმენით - პრემიერი
,,მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მმართველი პარტია მელიას გათავისუფლებას არ ჩქარობს" - ტვ პირველის ამ კითხვას პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა.
დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, ეს საფუძველი მანამდეც იყო, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპყრობილეში, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა და მათ ქმედებაზეა - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.