ჩემი ურთიერთობა ,,ევროპულ საქართველოსთან" გარკვეული და დასრულებულია - დავით ბაქრაძე

20.04.21 19:00
ჩემი ურთიერთობა ,,ევროპულ საქართველოსთან" გარკვეული და დასრულებულია  - დავით ბაქრაძე

მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან და არც ერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა. ბაქრაძე ამბობს, რომ გაარკვია ურთიერთობა ყოფილ პარტნიორებთან და დამოუკიდებლად მოღვაწეობას გეგმავს.

მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან, არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას, ვრჩები პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე, გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა ამ ოპოზიციური ფლანგის ნაწილი, აქ სრულფასოვნად მოღვაწეობას მას შემდეგ დავიწყებ, რაც პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ. ჩემი ურთიერთობა ,,ევროპულ საქართველოსთან  გარკვეულია, წარმატებას ვუსურვებ ამ პარტიას" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.