პარლამენტში სრულფასოვან მუშაობას მას შემდეგ შევუდგები, რაც პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ - დავით ბაქრაძე

20.04.21 19:20
პარლამენტში სრულფასოვან მუშაობას მას შემდეგ შევუდგები, რაც პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ - დავით ბაქრაძე

პარლამენტში სრულფასოვან მუშაობას მას შემდეგ შევუდგები, რაც პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ - განაცხადა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ,,ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი რურუას შეწყალების პროცესი დააჩქაროს.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში სრულფასოვნად დაბრუნებას, ჩემი პრინციპული პოზიციააა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობა და სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, დააჩქაროს გიორგი რურუას შეწყალების პროცესი - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობას დამოუკიდებელ დეპუტატის რანგში გეგმავს.