არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არცერთ ბრალდებას - სამადაშვილი პარლამენტში მივიდა

20.04.21 19:29
არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არცერთ ბრალდებას - სამადაშვილი პარლამენტში მივიდა

სალომე სამადაშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც შარლ მიშელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. 

შეხვედრის დაწყებამდე სამადაშვილმა მედიას უთხრა, რომ უშუალოდ შარლ მიშელის თანამონაწილეობით მიიღო გარანტიები და დღის წესრიგი, როგორ, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. 

სამადაშვილმა დღეს მისი მისამართით არსებულ ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ არც ერთ ბრალდებას არასდროს უპასუხებს - "არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არცერთ ბრალდებას":

ზუსტად ვიცი, რომ დღეს აქ ევროკავშირის უმაღლეს პირთან შეხვედრაზე ვიმყოფები იმისთვის, რომ მას გადავუხადო მადლობა, რაც მან ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიციის, ხალხისა და დემოკრატიის ინტერესებისთვის გააკეთა. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე უშუალოდ მისი თანამონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, როგორ, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული  - განაცხადა სამადაშვილმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ  ელოდება მეგობრის, ნიკა მელიას, გათავისუფლებას.

 ,,ვფიქრობ, ჩვენი შიდაპარტიული საკითხები მისი გათავისუფლების შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები