პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს მელია გირაოს გარეშეც - ლომჯარია

20.04.21 19:27
პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს მელია გირაოს გარეშეც - ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

დღევანდელი შეხვედრის მზიანი იყო მესაუბრა ამ თემაზე, გვქონდა ზოგადი საუბრები, არ გამოვსულვარ იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე, ვისაუბრეთ მის ხედვებზე. დმარჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა, მას არ შეუცვლია პოზიცია, ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი. საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით კონსულტაციები მხარეების მხრიდან. ჩემი პოზიციაა არის რომ პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავოსუფლოს მელია, გირაოს გარეშეც არის ეს შესაძლებელი.ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისმაართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული გადაწყვეტილება, - ამბობს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები