"განულებული და მარტო დარჩენილი არის "ქართული ოცნება" - ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

23.08.22 15:21
"განულებული და მარტო დარჩენილი არის "ქართული ოცნება" - ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

განულებული და მარტო დარჩენილი არის "ქართული ოცნება", - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგი ჩიხლაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიცია განულებული და ურესურსოა. 

ოპოზიცონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ განულებული და ყველასგან მიტოვებული არა ოპოზიცია, არამედ სწორედ სახელისუფლებო პარტიაა. 

ბატონ კობახიძეს ვეტყვი, რომ განულებული და მარტო დარჩენილი არის "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" გაემიჯნა ყველას და ის არის მარტო დატოვებული დასავლეთის მიერ, საზოგადოების მიერ, პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყნის შიგნით, არასამტავრობო სექტორის მიერ, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

მსგავსი სიახლეები