მომდევნო პლენარული სხდომების კვირას ოპოზიციას ველით პარლამენტში - თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციას პარლამენტში ელოდება.
შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე. შესაბამისად, მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ უკვე ხელმომწერ მხარეებს, ოპოზიციას, ვინც ხელი მოაწერა, ველით პარლამენტში," - თქვა არჩილ თალაკვაძემ.