შეხვედრა მელიასთან - ბადრი ჯაფარიძე რუსთავის ციხეში მივიდა

20.04.21 20:55
 შეხვედრა მელიასთან - ბადრი ჯაფარიძე რუსთავის ციხეში მივიდა

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გარეშე ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება შეუძლებელია. ჯაფარიძემ ეს განცხადება ჟურნლაისტებთან რუსთავის, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის წინ გააკეთა. "ლელოს" ლიდერი მელიას ამ წუთებში ხვდება.

გიორგი რურუას საკითხი პრაქტიკულად გადაჭრილია,ეს არის უკვე საათების და დღეების საქმე.შეუძლია პრეზიდენტს ხვალვე შეიწყალოს. მელიას გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის,იმიტომ რომ მელიას გარეშე მომზადება ოპოზიციის სრულფასოვანი ადგილობრივი არჩევნებისათვის შეუძლებელი იქნება, ეს არის ენერგიული ლიდერი, შესაბამისად მისი გათავისუფლება საპატიმროდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები