ყველა მიმართულებით მოდის ნეგატივის ნიაღვარი - გია ხუხაშვილი Freedom House-ის ანგარიშზე

03.03.21 17:17
 ყველა მიმართულებით მოდის ნეგატივის ნიაღვარი - გია ხუხაშვილი  Freedom House-ის ანგარიშზე

 

Freedom House-ის ანგარიშს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა ოპოზიციის ლიდერებისა და ექსპერტების მხრიდან.

ეს უკვე ხელისფლებისთვის ერთით მეტი და ნაკლები არაფერს ცვლის, ყველა მიმართულებით მოდის ნეგატივის ნიაღვარი. მელიასთან დაკავშირებული გაუგებრობის შემდეგ ზეწოლა გაძლიერდება ყოველდღიურად. პოლიტპატიმრები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არავინ გვპატიობს - ამბობს პოლიტოლოგი  გია ხუხაშვილი.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ Freedom House-ის შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქვეყანამ ყველა მიმართულებით უკან დაიხია. 

ისევე როგორც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში მათ შორის Freedom House-ის რეიტინგში საქართველომ დაიწია უკან, რადგან ყველა ორგანიზაცია ხედავს რა ხდება საქართველოში, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა ყველა თვალსაზრისით.ნახსენებია არჩევნების თვალსაზრისით უკუსვლა, ნახსენებია მოსყიდვა და სხვა პრობლემები რაც ახლდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. ასევე ოლიგარქატის არსებობდა და სახელმწიფო მიტაცება როცა მონოპოლიზებულია ძალაუფლება  ერთი ადამიანის ხელში და ასევე სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს Freedom House-ის შეფასებითაც აქვს უკუსვლა - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც  საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია.  60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.

ორგანიზაცია პირდაპირ  წერს რომ ივანიშვილის ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე , პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მედიაგარემოსა  და კანონის უზენაესობაზეს. 2020 წლის ძირითად მოვლენებს შორის კი  ანგარიშში შესულია საპარლამენტო არჩევნები.

2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.

მსგავსი სიახლეები