რუსმა ოკუპანტებმა ქარელის ორ სოფელში უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს

20.04.21 21:49
რუსმა ოკუპანტებმა ქარელის ორ სოფელში უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალები ამ ორ სოფელში დღეს დილით, ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.

სუს-ში ამბობენ, რომ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი სიახლეები