გასაღები ხელისუფლების ხელშია, მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ბადრი ჯაფარიძე

20.04.21 21:48
გასაღები ხელისუფლების ხელშია, მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოითხოვს, ნიკა მელია გირაოს გარეშე, დაუყონებლივ გათავისუფლდეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ სმაართლებრივად  სრულიად შესაძლებელია გირაოს გადახდის მოთხოვნა სხვა აღკვეთი ღონისძიებით ჩანაცვლდეს.ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მოვუყევი დღევანდელი შეხვედრის შესახებ შარლ მიშელთან, ის არის მხნედ მას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, სანამ მელიას არ გათავისუფლდება კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი. ვერ მოხდება მორალური პრინციპების შეწირვის ხარჯზე.არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად ეს არის საზრუნავი ყველა ჩვენთაგანის, ყველა პოლიტიკური ფიგურის.მოიძებნოს გამოსავალი ისე რომ დაუყონებლივ ნიკა მელია განთავისუფლდეს. ეს ჭირდება ვიტარების დეესკალაციას," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.