"ჩემით ივაჭრეს, თავისი გაინაღდეს, დაღალატებული ვარ"- ჭიჭინაძე მელიას წერილს ასაჯაროებს

20.04.21 23:42
"ჩემით ივაჭრეს, თავისი გაინაღდეს, დაღალატებული ვარ"- ჭიჭინაძე  მელიას წერილს ასაჯაროებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად გრძნობს.

ოპოზიციის ლიდერის გზავნილი რიუსთავის ციხიდან "რეაქციაში" პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გაახმაურა. 

ჭიჭინაძე ამბობს, რომ მელიამ ეს გზავნილი მეგობრებს ადვოკატის საშუალებით გამოუგზავნა:

გაყიდულად თვლის თავს, რადგან ხელი ისე მოეწერა, რომ არავინ გააგებინა მას, მიიჩნევს, რომ ხელმომწერების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში, გირაოს გარეშე მისი გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა.  ამბობს, გამოსვლა რომ სდომებოდა, მათი შეთანხმების გარეშეც გამოვიდოდა ამ პირობებით.

თვლის, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დამაცირებელია მისთვის გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა იყოს გადამხდელი ის, ევროკავშირმა კი არა, ჯო ბაიდენმა რომ გადახაიხადოს, მისთვის გადახდის ფაქტია მიუღებელი. 

ამბობს, რომ არავინ გაითვალისწინა სასამართლო სხდომაზე მისი მოწოდება, რომ მისი თავისუფლებით არავის „ევაჭრა“, მიიჩნევს, რომ ხელმომწერებმა „თავისი გაინაღდეს“ და ახლა უნდათ, რომ მისი რეპუტაციაც დააზიანონ  („ცხელი კარტოფილის ხელში შეჩეჩებად“ განიხილავს გუშინდელ შედეგს).

მიიჩნევს, რომ რაც ამ ბრძოლას ერთქვა - „გირაოს არ გადავიხდი“, ეს იქნა სწორედ დავიწყებული ხელმომწერების მხრიდან.

მითხრა რომ „გამხმარი ჯოხივით გადამტეხეს“, ვითომც არც ვარსებობდე და ჩემთან შეთანხმების გარეშე ჩემით ივაჭრესო.

მითხრა, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღეს მისთვის ყველაზე მძიმე დღეებია რაც კი ციხეშია"- ციტირებს ჭიჭინაძე მელიას წერილს. 

მსგავსი სიახლეები