რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს, მელია ამნისტიის შემდეგ გამოვა

21.04.21 01:15
რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს, მელია ამნისტიის შემდეგ გამოვა

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონი სამშაბათს, 27 აპრილს, დარეგისტრირდება. ამავე დღეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი რურუას შეიწყალებს - ინფორმაციას ორბელიანის სასახლიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები ადასტურებენ. 

გაირკვა ისიც, რომ 27 აპრილს, ოპოზიცია პარლამენტში შევა და ამნისტიის შესახებ კანონს დაარეგისტრირებს. 

ამის შემდეგ, რაც შეიძლება მალე მივიღებთ ამნისტიის კანონს და შესაბამისად, თუ მანამდე ვერ მოხერხდა სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ნიკა მელიაც გათავისუფლდება -  თქვა სამადაშვილმა.