მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაერთიანდნენ შეთანხმების სრულად განსახორციელებლად - ამერიკელი სენატორები

21.04.21 10:10
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაერთიანდნენ შეთანხმების სრულად განსახორციელებლად - ამერიკელი სენატორები

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, იმისთვის რომ მხარეებს შორის მიღწეული  შეთანხმება სრულად შესრულდეს. ამის შესახებ სენატორებმა  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მოხარული ვართ, რომ ქვეყანამ 6 თვის შემდეგ შეთანხმებას მიაღწია.  შეთანხმება არის წინ გადადგმული   ნაბიჯი, ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ.  ახლა კი ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ , რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ, რათა სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, ააშენონ ქვეყანა, რომელიც ემსახურება მისი მოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას წინსვლაში", - განაცხადეს სენატორებმა.

მსგავსი სიახლეები