შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

21.04.21 10:00
შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველო დატოვა.  ის საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ  გუშინ, 20 აპრილს, ჩამოვიდა.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელი ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.

დოკუმენტზე არ არის "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტის" ხელმოწერა.