აშშ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და დანარჩენ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა.
ეს შეთანხმება შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მედიაციით და ეს ყველა მხრისგან რთულ კომპრომისებზე წასვლას მოითხოვდა. რაც მთავარია, ეს მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და თავდადებას ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელონ რთული სამუშაო, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კანონის უზენაესობის გაძლიერება. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია.
მისი იმპლემენტაცია თანაბრად მნიშვნლოვანი იქნება და ჩვენ პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს და დანარჩენ პარტიებს ვეპატიჟებით, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობის დაწყება იმ აქტუალურ საკითხებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას. აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ეს შეთანხება მიაღწევს მის მისწრაფებებს და როგორც ყოველთვის, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე". – თქვა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი ვაშაძემ - "სტრატეგია აღმაშენებელი", ვახტანგ მეგრელიშვილმა - ,,გირჩი", ზურაბ ჯაფარიძემ - ,,გირჩი-მეტი თავისუფლება", ალეკო ელისაშვილმა - ,,მოქალაქეები", ხათუნა სამნიძემ - ,,რესპუბლიკური პარტია". ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი დავით ბაქრაძემ და ,,ენმ"-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ასევე ,,ენმ"-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტზე ხელმოწერას 20 აპრილს შეუერთდნენ არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.