სოლიდარობის მარში - ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხისკენ დაიძრნენ
სოლიდარობის მარში - დილიდან დედაქალაქის ცენტრში ნიკა მელიას მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან.
ავტოკოლონა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხის მიმართულებით ამ წუთებში იძვრება- მელია კი ციხეში რჩება - "იდეას არ ვუღალატებ, ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავს“ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერისთვის გირაოს გადახდის სანაცვლოდ თავისუფლება მიუღებელია.
ანალოგიური პოზიცია აქვთ აქციის მონაწილეებს.
მათი თქმით, მელია პოლიტპატიმარია და იქამდე სანამ ციხეს არ დატოვებს, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად ვერ ჩაითვლება.