ვენეციის კომისიის პოზიცია "რუსული ოცნების" ხელისუფლებას ამხელს - ლევან სამუშია
პარტია "ლელოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისის დასკვნა ხელსუფლების პრორუსულ ზრახვებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. მისი თქმით, ხელისუფლება თავს ვერ იმართლებს, რადგან ყველაზე მაღალი ინსტიტუციის სამართლებრივი პოზიცია უკვე ცნობილია.
ვენეციის კომისიის გამოქვეყნებული პოზიცია პირდაპირ ამხელს "რუსული ოცნების" ხელისუფლებას იმაში, თუ რა უკანონობებს სჩადის. ეს არის პირდაპირ ერთი ერთში რუსეთის ქმედებები, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს. როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ თუ რომელიმე სამართლებრივი პოზიცია არ მოუსმენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტო არ უდა იქნეს დაძლეული და ეს არის ყველაფერი მოგონილი და უსამართლო, აგერ არის ყველაზე მაღალი ინსტიტუციის სამართლებრივი პოზიცია, - ამბობს ლევან სამუშია.
შეგახსენებთ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კომისიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს და ის "ქართულმა ოცნებამ" ნაჩქარევად მიიღო.