თავად ვენეციის კომისიის დასკვნაა გადასახედი - ვოლსკი

27.08.22 15:11
თავად ვენეციის კომისიის დასკვნაა გადასახედი - ვოლსკი

"ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიის შენიშვნები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.  საუბარია ვენეციის კომისიის მერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ  კრიტიკულ დასკვნაზე, რომელიც მოსმენების შესახებ კანონპროეექტს ეხება.

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ კომისიამ  საკუთარ დასკვნას უნდა გადახედოს. 

ნაჩქარევად მიღებული არისო, მთავარი შენიშვნაა... სამართლებრივი არანაირი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის, თმცა ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან ჯერ კიდევ, არის დამუშავებაში და 7 ივნისს არის არის უკვე მესამე მოსმენით წარმოდგენილი და ამას დაჩქრაებულის არაფერი ეტყობა. შენიშვნა არ არსებობს, შენიშვნა არ არის. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ. ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მითუმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება, - ამბობს ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კომისიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს და ის "ქართულმა ოცნებამ" ნაჩქარევად მიიღო.   

მსგავსი სიახლეები