ნიკა მელია მხარდამჭერებს საკნიდან მიესალმა (ვიდეო)
აქცია რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარე, ნიკა მელია, მხარდამჭერებს საკნიდან მიესალმა.
აქციის მონაწილეებმა მელიას სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც ირკვევა, კოლონა რუსთავიდან თბილისში დაბრუნდება და აქციას პროკურატურასთან გააგრძელებს.