ოპოზიცია 15 მაისის მაშტაბურ აქციას არ აუქმებს

21.04.21 11:41
 ოპოზიცია 15 მაისის მაშტაბურ აქციას არ აუქმებს

 ,,ნაციონალური მოძრაობა" 15 მაისისი  აქციას არ გააუქმებს. ქუჩაში ის პოლიტიკური ძალები გამოვლენ,  ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. მათ შორის არის ,,ნაციონალური მოძრაობა", ,,ევროპული საქართველო", ,,ლეიბორისტული პარტია", ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ და პარტია “ტრიბუნა“.

აქციის ორგანიზატორი პარტიები აღნიშნავენ, რომ არ ჰქონიათ კონსულტაციები იმ ოპოზიციურ ძალებთან, ვინც გუშინ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, შეუერთდებიან თუ არა 15 მაისის მასშტაბურ აქციას.

,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი , ლევან ხაბეიშვილი, აღნიშნავს, რომ უჭირს პროგნოზის გაკეთება, რას მოიმოქმედებენ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პარტიები.

15-ში ველოდებით ხალხს. სამწუხაროდ, ოპოზიციის პროგნოზირება ძალიან მიჭირს, ისევე როგორც ხელისუფლების, მე იმასაც ვერ ვპროგნოზირებდი, ტყვედ თუ დატოვებდნენ ადამიანს, შემდეგ ხელს მოაწერდნენ და  საზეიმო ცერემონიალში მიიღებდნენ მონაწილეობას - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

პარტია ,,დემოკრატიული საქართველოსთვის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, აღნიშნავს, რომ 15 მაისის აქცია მარტო პოლიპატიმრებს არ ეხება და მისი მიზანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

 ეს აქცია არ იყო მარტო პოლიტპატიმრებზე, ეს იყო ვადამდელ არჩევნებზეც, არა მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე და 40 თუ 43%, არამედ ვადამდელი არჩევნები ყოველგვარი პირობების გარეშე - აღნიშნავს ბურჯანაძე.

,,ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მიიჩნევს, რომ იმ პარტიებმა, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, კოლეგა ოპოზიციონერებს უღალატეს.

როცა შენს გვერდით მდგომი ადამიანი ზურგში ლახვარს გირტყამს, მათთან ერთად პროტესტი წარმოუდგენელია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 15-ში ქუჩა გაივსება - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

,,ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას უპირობო გათავისფლებას მოითხოვს და სხვა მექანიზმს არც განიხილავს. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. 

,,ენმ"-ს ლიდერი, ნიკა მელია, არც გირაოს იხდის და არც ამნისტიაზეა თანახმა, რადგან მას იმ ხალხთან ერთად გარეთ გამოსვლა არ სურს, ვინც 20 ივნისს ხალხი დაარბია და თვალები დათხარა.