„ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე და საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია. 2 დღიანი ვიზიტის დროს "ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტარებს - სვენ მიკსერს, ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს შეხვდებიან.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური კურსი, ბევრი მეგობარი გვყავს აშშ-სა და ევროპაში, ჩვენ აქამდეც გვინდოდა წასვლა, მაგრამ კოვიდის გამო შეზღუდული ვიყავით, ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი ჩვენ პარტნიორებთან," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.