ქალზე ძალადობისთვის მსჯავრდებული მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე იმუშავებს

03.03.21 18:08
ქალზე ძალადობისთვის  მსჯავრდებული  მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე იმუშავებს

ქალის გატაცებისთვის მსჯავრდებული ვუგარ გადიმოვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე იმუშავებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ  გადიმოვს ,,ოცნებამ" ერთგულება დაუფასა და  თანამდებობაზე ამიტომ დანიშნა. ,,ოცნების" ოპონენტები  ამ გადაწყვეტილებას ნეპოტიზმითაც ხსნიან და ამბობენ, რომ  გადიმოვი დეპუტატ ზაურ დარგალის ახლო ნათესავია. გადიმოვი ზაურ დარგალის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

გადიმოვმა სამსახურის დაწყების შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უარყოფს, რომ გადიმოვი უწყებაში რომელიმე პოსტზე დაინიშნა.  თუმცა ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ვუგარ გადიმოვი საკრებულოში მუშაობს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები