კახა კალაძე „ტვ პირველისგან” 100 000 ლარს ითხოვს
კახი კალაძე ტვ პირველის წინააღმდეგ - თბილისის მერი დამოუკიდებელ ტელევიზიას 100 ათასი ლარს სთხოვს. კალაძე სასამრთლოში ჩივის. მიზეზი მაია მამულაშვილის დღის ამბებში დასმული კითხვაა.
ჟურნალისტმა დებატების დროს კახი კალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ციტირება მოახდინა, ახლა კალაძე ამის გამო 100 ათას ლარს ითხოვს.
კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში მაია მამულაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რომ პირადად კალაძის მოთხოვნა იყო, რომ დასანქცირდეს "ტვ პირველი”.
„არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მითვისებას. ეს არის ჟურნალისტისა და ტელეკომპანიის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მოახდინოს კალაძის რეპუტაციის შელახვა. დღეიდან არც ერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე პირადად კახა კალაძის მხრიდან. ეს სარჩელი არ არის კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ, ეს სარჩელი არის მოსარჩელე კახა კალაძე, მოპასუხე "ტვ პირველი" და ჟურნალისტი მაია მამულაშვილი."- აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
სარჩელი ტოვებს ერთადერთ განცდას, რომ კალაძის მიზანია, მცირე შემოსავლის ტელევიზიები ფინანსური საქციებით დახურვის პირას მიიყვანოს
ტვ პირველამდე იყო მთვარი არხი, რომელიც ასევე 100 ათასი ლარით მარეგულირებლმა დააჯარიმა.