აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

21.04.21 13:47
აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" ავრცელებს. 

გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის, მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

 გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას"- წერია განცხადებაში. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტმა საქართველოს პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა. მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუკვეთა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, საქმის კურსში იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები