მე ტელეფონით საუბარი არ მიჭირს - მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტს
ახალი პოლიტიკური ცეცხლი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის - სალომე ზურაბიშვილი მოდელირებულ საქართველოშია, აცხადებს ხელისუფლება და სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს.
,,ოცნების" დეპუტატები იცავენ მათგან თითქოს წასულ ოთხეულს და არ ემიჯნებიან. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ზურაბიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იცის ხელისუფლების პარტნიორებთან მუშაობის შესახებ.
პედალირება იმ თემაზე, რომ არავის ომი არ უნდა და ამ ოთხეულს უნდა გაემიჯნოს მმართველი პარტია, არ მგონია, რომ სწორი იყოს.
საქართველოს ომში ჩართვა არავის არ უნდა და თითქოს, ეს ჩვენი მონაგონია, რა საკვირველია, ეს არასწორია და ყველა ხვდება კარგად, რომ ეს კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არის სრულად დაუმსახურებელი.
შესაძლოა, პრეზიდენტს ან აღარ ახსოვს, ან არ მოუსმენია, ან ყურადღება არ მიუქცევია მაგალითად, ბატონი დოლოგოვის განცხადებისთვის, ეს არია თუა არა დაპირისპირების გამომხატველი პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის.
მე არ მგონია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ერთნაირად ფიქრობდეს და აზროვნებდეს. მე მაგალითად, არ მიჭირს ტელეფონით საუბარი - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ
გუშინდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა უნებართვო მოსმენებისა და რუსეთთან ომში შესაძლო ჩართვის თემაზე აპელირების გამო.