მელია ამნისტიის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება - ადვოკატი

21.04.21 14:15
მელია ამნისტიის შესახებ კანონის  ამ ფორმით მიღებას  კატეგორიულად ეწინააღმდეგება - ადვოკატი

ნიკა მელიასთვის მიუღებელია ამნისტიის მიღება იმ ფორმით, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. მელიას პოზიცია მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გააჟღერა. კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარეს რეპუტაცია შეულახოს. 

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო,რომ ხელისუფლებას მოუწევს ნიკა მელიას  გათავისუფლება უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. მისი პოზიცია არის უცვლელი ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, მისთვის აბსოლიტურად მიუღებელია ამნისტიის კანონის მიღება იმ ფორმით თუკი ეს კანონი ერთ სიბრტყეში დააყენებს მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და იმ პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ახალგაზრდებს, რომელბსაც თვალები დასთხარეს," - ამბობს კონდახიშვილი. 

 

კონდახიშვილი მიუთითებს,რომ ამნისტიის და გირაოს გადახდის გარდა, ნიკა მელიას გათავისუფლების ბევრი სამართლებრივი  ბერკეტი არსებობს. 

ნებისმიერი სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოეყენება შეუძლია ხელისუფლებას, როგორც დაიჭირეს ზუსტად ისევე შეუძლიათ ნებისმიერ წამს იქნება ეს აღკვეთი ღონისძიების გაუქმებით, იქნება ეს შუამდგომლობით პროკურატურის, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ნიკა მელიას რეპუტაცია შეულახონ და ცდილობენ მას ათქმევინონ უარი პრინციპებზე - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.