მზად ვართ, ნიკა მელიას დანაშაული ეპატიოს - ანრი ოხანაშვილი

21.04.21 14:44
მზად ვართ, ნიკა მელიას დანაშაული ეპატიოს - ანრი ოხანაშვილი

მზად ვართ, ნიკა მელიას დანაშაული ეპატის - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, დღეს განაცხადა. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს, შარლ მიშელის მედიაციის წყალობით მიღებული  დოკუმენტის აღსრულება შეაფერხოს.

მზად ვართ, ეპატიოს ნიკა მელიას თავისი დანაშაული.  
ნიკა უარს ამბობს გირაოზე და არ გამოვრიცხავ,  იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება ,,ქართული ოცნების" ნაწყალობები ამნისტია.
შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს ამნისტია თანაბრად შეეხება და იქნება ამინისტირებული. 

ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა მუხლს. 

ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

2 დღის წინ  ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციის შედეგად შეიქმნა. დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკური ამნისტიის საკითხებსაც შეიცავს. 

მსგავსი სიახლეები