რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავალია - ზურა ჯაფარიძე

05.09.22 13:48
რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავალია - ზურა ჯაფარიძე

მასობრივი პროტესტი და დაუმორჩილებლობა - ,,გირჩი მეტი თავისუფლება" საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს ვადამდელი არჩევნებისკენ მისასვლელ რეალურ გზად ქუჩის პროტესტს სთავაზობს.

ზურა ჯაფარიძის აზრით, აუცილებელია მოქმედებაზე გადასვლა.

,,გირჩი მეტი თავისუფლება" არის ერთადერთი პარტია, რომელიც მაგ მოთხოვნიდან არ ჩამოსულა. ჩვენ ვიძახით, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. 

შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც უკრაინელებმა გახსნეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, არავინ იცის, როდის დაიკეტება. ამიტომ ვეთანხმები, რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი.

მისკენ მისასვლელი გზა კი არის მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობა, პირველ რიგში კი გააზრება იმისა, რომ თავზე გაზიან უზურპატორები, რომლებსაც ამ ქვეყნად ძალაუფლება მიტაცებული აქვთ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, საზოგადოებას მოუწოდა, განახორციელონ საპროტესტო ღონისძიებები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები