უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი სანქციების კანდიდატების სიაში - უკრაინა ოლიგარქისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. 15 კაციანი სია რამდენიმე წუთის წინ, სინგაპურში მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად გამოქვეყნდა.
სიაში ოლიგარქთან ერთად მოხვდა, მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტატე მამაცაშვილი.
უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:
1 - ბიძინა ივანიშვილი;
2 - ალექსანდრე ივანიშვილი;
3 - ქეთევან ხარაიძე;
4 - ირაკლი რუხაძე;
5 - გიორგი კაპანაძე;
6 - უჩა მამაცაშვილი;
7 - ტატე მამაცაშვილი;
8 - ალექსეი პოლტავჩენკო;
9- ვანო ჩხარტიშვილი;
10 - დავით ხიდაშელი;
11 - სულხან პაპაშვილი;
12 - დიმიტრი კორჟაევი;
13 - დიმიტრი ტროიცკი;
14 - ლევან ვასაძე;
15 - ოთარ ფარცხალაძე.