ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკური კრიზისია, არის რადიკალური ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

05.09.22 20:05
ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკური კრიზისია, არის რადიკალური ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკური კრიზისია, არის რადიკალური ოპოზიცია  - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის მოროგი თავდასხმა ოპონენტებზე -  მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი საპროტესტო ქმედება მარცხისთვის არის განწირული.

მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა, საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ...

 აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. საუბრისას იყენებნ სიტყვას - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის.

ეს ყველაფერი ნათლად ჩანს Facebook-ზე, სადაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. ამას საზოგადოება ხედავს. ყველამ იცის, შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი და უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული.

ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. 

პირდაპირ საჯაროდ Facebook-ზე აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს, აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროები. სოც. მედიას დააკვირდით და ნახავთ, თუ რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად ,,ნაცმოძრაობის" შიგნით - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - განაცხადა დღეს ,,ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები