"სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია" - კელი დეგნანი
"სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია"- ასე უპასუხა კელი დეგნამა დასმულ კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოში ამერიკის ელჩს დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე კითხეს, როგორ აფასებდა უკრიაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა.
სანქციების პროცესში ჩვენ ჩართული არ ვართ და ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა საბოლოო ჯამში, სანქციები არის მნიშვნელოვანი იარაღი, მათ შორის ძალიან ეფექტური, რომ გავლენა მოახდინოს და შეცვალოს ადამიანების საქციელი. დასავლურმა სანქციებმა სერიოზული გავლენა მოახდინა რუსეთზე. თუმცა შეერთებული შტატების პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ სანამ არ გამოვაცხადებთ"- განაცხადა დეგნანმა.