არახამია ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს, სურს მეორე ფრონტის გახსნა - ირაკლი კობახიძე

06.09.22 16:02
არახამია ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს, სურს მეორე ფრონტის გახსნა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. 

ირაკლი კობახიძე დღეს უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებაა მოთხოვნილი. 

მმართველი პარტიის ღავმჯდომარე ამბობს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ელენე ხოშტარიას კოორდინაციაზე ეჭვები აქვთ, რადგან სააგანტომ "დროას" ლიდერის მიერ გამოქვეყნებული სიის იდენტური ჩამონათვალი დადო. 

რაც შეეხება არახამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის "შანტჟს" კობახიძის მტკიცებით, უკრაინელ მაღალჩინოსანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა: 

არახამია ერთის მხრივ დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი, მეორეს მხრივ ცდილობს დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობია გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი - დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი, ეს თქვას პირდაპირ კაცურად.

 

ქართველ ხალხის უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს უნდა ესაუბრონ, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ. ნუ, არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები