სანქციები ივანიშვილს - ოლიგარქის ახლო გარემოცვა "ტვ პირველს" ემალება
სანქციები ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას - უკრაინის კორუფციის სააგენტოს მიერ სიის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ჯახის წევრები ტელეკამერებს ემალებიან.
ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა "ტვ პირველის" კითხვა უპასუხოდ დატოვა, საბოლოოდ კი ტელეფონი საერთოდ გამორთო.
ალექსანდრე ივანიშვილი ერთ-ერთია იმ 12 პირისგან, რომელთა დასანქცირებასაც უკრაინული მხარე ითხოვს.
ივანიშვილის ძმის დახასიათებაში წერია, რომ ეს უკანასკნელი რუსული პოლიტიკის მხარდაჭერაშია მხილებული.
"ტვ პირველის" კამერას ემალება უჩა მამაცაშვილიც - უკრაინელებმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ევტუშანკოვთან ახლო კავშირში ამხილეს და მისი დასანქცირება მოითხოვეს.
მამაცაშვილის იურისტი "პირველებთან" ამბობს, რომ მამაცაშვილის დასანქცირების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
ბატონი უჩას პოზიცია არის ის, რომ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს არც მისი და არც მისი ოჯახის წევრის ამ სიაში ყოფნის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური პოზიცია. აქტივების გაყინვას ან გაჩერებას არ ველოფდებით "- აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
ოლიგარქისა და მისი გარემოცვის სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უკრაინამ მოქმედება დაიწყო. კორუფციის სააგენტომ დასასანქცირებელთა მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პროცედურების დასაწყებად უკვე გადაუგზავნა,