ე.წ. მოსმენების კანონი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 60 კი წინააღმდეგ წავიდა.
პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს ვეტო 22 ივნისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილი იმთავითვე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. პრეზიდენტი მოელოდა, რომ "ოცნება" ვეტოს დაძლევდა.
მალევე ზურაბიშვილმა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად ვენეციის კომისიას მიმართა.
27 აგვისტოს ვენეციის კომისიამ , ე.წ. მოსმენების კანონის „ნაჩქარევად მიღებული“ უწოდა და ხელისუფლებას მისი გადახედვა ურჩია.