ეს დიაგნოზია, ამის შემდეგ მოდის კონკრეტული გვარები და სანქციები - ბეჟაშვილი USAID -ის სკანდალურ დოკუმენტზე
"ტერმინოლოგია, რასაც USAID-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, კონკრეტული დიაგნოზია, ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია, ამიტომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი USAID -ის სკანდალურ დოკუმენტს, სადაც საქართველოში არსებულ კორუფციაზე, სახელმწიფოს მიტაცებასა და ივანიშვილის რუსეთთან ფარულ გარიგებებზეა საუბარი.
საქართველოს საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 2012 წლის შემდეგ კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები ასევე მუნიციპალურ დონეზე გამგებლები, საკრებულოს წევრები...
შეუთავსებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის, რასაც ოლიგარქიული რეჟიმი გვთავაზობს"- თქვა ოპოზიციონერმა.