დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რას ეხება ეს ცვლილება - ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს
დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რას ეხება ეს ცვლილება - ასე მიმართავს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს.
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მცდარი იყო საელჩოს მხრიდან მოსმენების კანონის კრიტიკა, რადგან ის მოქალაქეებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ იძლევა,
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამერიკის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, კორექტული ფორმულირება არის საჭირო.
დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები. რას ეხება ეს ცვლილება. ის ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას.
რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?
ასეთი განცხადებები არის, რომლის უკანაც აბსოლუტურად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, არანაირი სასამართლო პრაქტიკა, ობიექტური ანალიზი არ არის და არის რაღაცნაირი პოლიტიკური, ანგაჟირებული შეტევის მცდელობა - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მოსმენების შესახებ - აშშ-ის საელჩო საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ევროპული გზიდან გადახვევად აფასებს.