უფრო დაბლა ეშვება, მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს - კრამონი კობახიძეზე
ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს პასუხობს - ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის მიერ მასზე გაკეთებულ განცხადებებს "ტვიტერზე" გამეიხმაურა და დაწერა, რომ კობახიძე ყოველ ჯერზე უფრო ქვემოთ ეშვება.
“ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, - წერს ფონ კრამონი.
ამ განცხადებამდე "ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, ძალიან მძიმე უწოდა.
კობახიძის თქმით, "კრამონი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად შესაშვები არ არის".