მელია გადაწყვეტილებას სააკაშვილის კარნახით იღებს - გია ვოლსკი

21.04.21 17:53
 მელია გადაწყვეტილებას სააკაშვილის კარნახით იღებს - გია ვოლსკი

მელია გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რასაც სააკაშვილი კარნახობს - ამის შესახებ პარლამეტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა. ვოლსკის აზრით, პარლამენტში შესული ოპოზიციაც გარკვეული პოლიტიკური ძალის მძევალია.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და საერთო ენა გამოვნახოთ, არც ერთი მხარე არ უნდა გამოვიდეთ ადვოკატებად და პროკურორებად. ვინც შემოვიდნენ პარლამენტში, ნუღარ თამაშობენ და თავი დააღწიონ მძევლობას.
მელია გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რასაც სააკაშვილი კარნახობს. მე არანაირ პატიებას არ ვუშვებ მელიას მიმართ. ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოების შეკვეთაა და არა ღირსების თემა. მე წარმომიდგენია მიშა სააკაშვილის პირობებში, ნიკა მელია ციხიდან  ხელს დაგვიქნევდა, თუ რას შეძლებდა საერთოდ.. 
ხალხი გაბრაზებულია არა მარტო მელიაზე, არამედ ჩვენზეც, როცა კომპრომისებს ვუშვებთ -  აცხადებს გია ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები